საზოგადოებრივი კონფლიქტები

 

დაპირისპირება და წინააღმდეგობა თავს იჩენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, სულიერი, ამიტომ, არ არსებობს საზოგადოება კონფლიქტის გარეშე, რადგან კონფლიქტი ყოფის განუყოფელი ნაწილია. საზოგადოებრივი კონფლიქტი სხვადასხვა ტიპის უთანხმოებაა, რომელიც წარმოიქმნება საზოგადოების წევრებს შორის. მაგალითად კონფლიქტს შესაძლოა იწვევდეს განსხვავებული რელიგიური შეხედულებები, განსხვავებული ცოდნა, პროფესია, ინტერესები და ა.შ.

               კონფლიქტები სხვადასხვა გვარია და მათ შორისა- ინფორმაციული კონფლიქტიც. მისი წარმოქმნის მიზეზი ძირითადად ინფორმაციის სისწორესთან, მის სიმცირესთან ნ სულაც სიჭარბესთან არის დაკავშირებული. ხშირად სწორედ ინფორმაციის დამახინჯება იწვევს გაუგებრობასა და კამათს, რომელიც შემდგომ ინფორმაციულკონფლიქტში გადადის. ის შეიძლება წარმოიშვას ჭორების გავრცელების, საჯარო ინფორმაციის არასრული გადმოცემის, ინფორმაციის ნაადრევად ან დაგვიანებით მიწოდებისა შედეგად.

               ყველა დავა და პრობლემა მოგვარებადია, მათ შორის ეს კონკრეტულიც. ინფორმაციული კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია, თუ მხარეები იზრუნებენ ზუსტი ინფორმაციის გაგებაზე. თანამედროვე საზოგადოებაში შესაძლებელია და აუცილებელია სოციალური კონფლიქტების რეგულირება, რათა რაიმე კონკრეტულმა კონფლიქტმა არ მიიღოს მასშტაბური სახე და მოქალაქეების უსაფრთხოებას ან თუნდაც სახელმწიფოს განვითარებას  არ შეუშალოს ხელი.





Comments